|
2025-04-03 18:01:03, 719 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ეუთო/ოდირს თუ რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლიათ, ამერიკულ მხარეს მიმართონ
ეუთო/ოდირს თუ რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლიათ, ამერიკულ მხარეს მიმართონ. ჩვენ კანონის სრული ანალოგი გადმოვიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გაცილებით მკაცრია, ვიდრე ადრე მიღებული ქართული კანონი. „ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის გაცილებით მკაცრი, დრაკონული იმასთან შედარებით, რა კანონიც ჩვენ მივიღეთ. ქართული კანონი ექვსგვერდიანი იყო, რომელიც მხოლოდ დეკლარაციას ითხოვდა და ფიზიკურ პირებს არ ითვალისწინებდა, მით უმეტეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს უფრო მკაცრი კანონია, მაგრამ ამერიკაში თითქმის საუკუნეა, მოქმედებს და არ შეიძლება, ანტიდემოკრატიული კანონი ერთი საუკუნე მოქმედებდეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გუშინ, 2 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ODIHR-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხორციელებას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)