|
2025-04-03 14:50:59, 662 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - რუსეთი ინარჩუნებს ღიაობას ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის. „რუსეთი ინარჩუნებს ღიაობას ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა. ამასთან, მისი თქმით, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ღიაა რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესებული პირებისთვის. „ის ღიაა სწორედ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ეკონომიკური ურთიერთობებით“, - აღნიშნა პესკოვმა. მისი მტკიცებით, უცხოური კომპანიები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ადრეც იჩენდნენ ინტერესს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიმართ, მაგრამ არა საჯაროდ. რუსული მედია „როსკონგრესის“ ფონდზე დაყრდნობით იუწყება, რომ არაერთი ამერიკული კომპანია აპირებს მონაწილეობა მიიღოს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 18-21 ივნისს გაიმართება და განაცხადები უკვე მიღებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)