|
2025-04-02 19:19:23, 780 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა FARA-ს კანონს ხელი მოაწერა
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი "FARA"-ს კანონი. დოკუმენტი 2025 წლის 1-ელი აპრილით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება. FARA-ს მიზანში იღებს და საქმიანობას უზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. კანონის აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება. განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით "FARA"-ს გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით. ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ქართულმა ოცნებამ კანონი მესამე მოსმენით, გუშინ 1-ელ აპრილს მიიღო.24 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "FARA"-ს კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადება ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)