|
2016-03-14 12:09:09, 644 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„უნივერსიტეტს გაყოფა სტკივა რექტორო“, „ავტონომია უნივერსიტეტს“, „ძალადობის დაფარვა დანაშაულია“, „არა მოძალადეს, კანცლერს“, - ამ ტრსნფარანტებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობას და გიორგი გაფრინდაშილის კანდიდატურას აპროტესტებენ. როგორც სიტყვით გამოსვლისას თსუ-ს სტუდენტმა ანა მარღანიამ აღნიშნა, უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორმა განაცხადა, რომ გაფრინდაშვილი ცენზურას აწესებდა. მისივე თქმით, მათ არ უნდა კანცელრად გაფრინდაშვილი. სტუდენტები შეძახილებით და სტვენით გაფრინდაშვილს მოუწოდებენ, კანცლერის თანამდებობაზე კანდიდატურა მოხსნას. „ექსპრესნიუსის“ რეპორტიორის ინფორმაციით, აქციას ილიაუნის სტუდენტებიც შეუერთდნენ. ადგილზე ასეულობით სტუდენტია შეკრებილი. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელმაც პრევენციის მიზნით კორდონი გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)