|
2025-04-02 16:19:02, 587 ნახვა
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხვა მიმდინარეობს. მას გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, უკვე პროკურატურას მისი არ მისვლის შესახებ გადასცეს ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო. ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილი საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებს. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)