|
2025-04-02 15:16:50, 683 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი ხაზარაძეზე - ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა
ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს არ ვემორჩილებით, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მამუკა ხაზარაძისთვის სასამართლოს მიერ 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდება. როგორც ის აღნიშნავს, ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ. „მთავარი ამბავი აქ ის არის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ფანტაზია უსაზღვროა, როცა ავტოკრატიასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთავარი ამბავია ის, რომ არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ ქვეყნის გარუსებას და არ ვაპირებთ, ეს ქვეყანა გახდეს რუსეთის ნაწილი. მათი მცდელობაა, დასაჯონ ადამიანები და გააჩერონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მომავლისთვის ვიბრძვით, ამის გამო მიმდინარეობს ეს ფარსი სასამართლო პროცესები, მაგრამ ისევე როგორც ბევრჯერ, ამ ქვეყნის ისტორიაში, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)