|
2025-04-02 14:00:46, 714 ნახვა
პოლიტიკა
ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა
ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო კომპლექსის დიდ დარბაზში გაიმართა. გამოცემის ცნობით, მიწვეულ სტუმრებს შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი და რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წარმომადგენლები იყვნენ. ბადრა გუნბას ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა და 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე მიიწვია. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემების თანახმად, 1-ელ მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ ხმების 54,73% მიიღო და ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)