17:54 - 07 Jul, 2026
|
2025-04-02 12:40:05, 686 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ,,კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარეს. ინფორმაციას კოალიციის ერთ-ერთი წევრი, თენგო თევზაძე ავრცელებს. "ნიკა მელიაც დაიბარეს, როგორი დამთხვევა ერთი კოალიციის სამ ლიდერს ერთდროულად რომ იბარებენ! ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე - ნეტა რა სისტემით იბარებენ ხალხს? პარტიების მიხედვით არ იკადრებდნენ და შემთხვევით ანბანის მიხედვით ხომ არ შვებიან?", - წერს თევზაძე. მანამდე, ე.წ. კომისიაზე დაიბარეს ,,კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა გვარამია. ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)