17:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 11:44:15, 768 ნახვა

პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით

სინამდვილეში, სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით - ამის შესახებ წერს პარტია ,,გახარია საქართველოსთვის'' თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი

მისივე თქმით, სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. 

,,ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუსიც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. "ოცნება“ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.

სუსს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს'', - წერს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია შეცვლის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics