|
2025-03-31 20:43:54, 1067 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვამ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. სამინისტროს განცხადების თანახმად რუსეთის საელჩოს თანამშრომლების საქმიანობა ეწინააღმდეგება მატ დიპლომატიურ სტატუსს. მედიების ინფორმაციით, მოლდოვის პრორუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ ნესტეროვსკი ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რუსული დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანით გადაადგილდებოდა. უწყების განცხადების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს წევია რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ოზეროვი. ოზეროვმა უარყო, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რამე ფორმით არიან კავშირში ნესტეროვსკისთან. "მოვუწოდებთ მოლდოვის მხარეს თავი შეიკავოს პროვოკაციული ბრალდებებისგან და იმედი გვაქვს მივუბრუნდებით პრაგმატულ დიალოგს, რომელიც ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს". – თქვა ოზეროვმა. ცოტა ხნით ადრე კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი ევგენია გოცული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)