|
2025-03-28 14:56:57, 666 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - რატომ ვუსმენთ საერთოდ ბიძინას დადგმულ შოუს წულუკიანის შესრულებით?
მორიგ ჯერზე ვეხვევით „ოცნების“ პროპაგანდისტულ მახეში. რატომ ვუსმენთ საერთოდ ბიძინას დადგმულ შოუს წულუკიანის შესრულებით?, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. ხოშტარია საქართველოს პარლამენტში მიმდინარე „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომებს გამოეხმაურა. „აი, რომ ვუსმენთ რა ინფორმაციის მიღებას ემსახურება? რუსები არიან და როგორც რუსებს შეეფერებათ, მედვედევის პოზიციით ლაპარაკობენ. ახალია რამე? წულუკიანი რამის მკადრებელი არაა? რომ ვუსმენთ, რას ვიგებთ? წარმოიდგინეთ, მათი სრული იგნორი და არგაშუქება რას დამართებდა, იბურტყუნონ ოთახში, კიდევ სტატუსებს ვუძღვნით შინაარს, დედა ეს როგორ იკადრა. ყველაფრის მკადრებლები არიან და ეს ახალი არაა. დავუბრუნდეთ ჩვენს დღის წესრიგს“, – წერს ელენე ხოშტარია.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)