07:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 11:05:59, 697 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჰენრიკა მოშჩიცკა დენდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინები და ნატო-ს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხები. დავით ბაქრაძემ პოლონურ მხარეს გააცნო ქვეყანაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რიგის სამიტზე შესრულებული ვალდებულებებით წარსდგება. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რიგის სამიტზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე. “ეს იქნება მტკიცე პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირის მხრიდან” აღნიშნა დავით ბაქრაძემ და ამ პროცესში  პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა პოლონეთის მზაობა დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.

“საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და თქვენი წარმატება ჩვენთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ჰენრიკა მოშჩიცკა დენდისმა. 

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა უელსში ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობასა და არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა. პოლონურმა მხარემ საქართველოს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზგასმულ იქნა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებით გამოწვეული საფრთხეები. დავით ბაქრაძემ პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს განუხრელი თანადგომისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics