|
2025-03-27 15:59:15, 610 ნახვა
მსოფლიო
კიშინიოვი ვერ დავტოვე, ანტიკორუფციულმა სამსახურმა დამიბარა – პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსი
რუსეთში გაქცეული მოლდოველი ოლიგარქის, ილან შორის პარტია შანსის ლიდერმა, პრორუსმა პოლიტიკოსმა ალექსეი ლუნგუმ კიშინიოვი ვერ დატოვა. ლუნგუს თქმით, კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული ცენტრის თანამშრომლებმა განჩინება გადასცეს. "აეროპორტში ორჯერ შემიმოწმეს საბუთები. შემდეგ მომიახლოვდა ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის თანამშრომელი, რომელსაც ფორმა არ ეცვა და განჩინება გადმომცა. მითხრა, რომ სამსახურისთვის განმარტებების მისაცემად მიბარებენ". – დაწერა ლუნგუმ. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არც ერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი არ არის. "ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ განუკითხაობას, რომლითაც ქვეყნის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არის დაკავებული". – წერს ლუნგუ. 26 მარტს, მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში სამართალდამცავებმა დააკავეს. გუცული მოლდოვის ანტიკორუფციულ ცენტრში გადაიყვანეს. ის 72 საათით არის დაკავებული. პოლიტიკოსის ადვოკატის თქმით, გაგაუზიის ლიდერი როგორც ეჭვმიტანილი დაკითხეს, ამ ეტაპზე ბრალდება არ არის წაყენებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)