|
2025-03-26 10:12:56, 660 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მსოფლიო რუსეთს არ ენდობა
როგორ მოიქცევა რუსეთი უახლოეს დღეებში ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს გამოავლენს - ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, თუ კვლავ იქნება საჰაერო თავდასხმის განგაში, თუ განახლდება სამხედრო აქტივობა შავ ზღვაში, თუ რუსული მანიპულაციები და მუქარები გაგრძელდება, მაშინ ახალი ზომების მიღება იქნება საჭირო მოსკოვის წინააღმდეგ. მისი თქმით, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად - მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება. „დიპლომატიამ უნდა იმუშაოს და უკრაინის მხრიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ჩვენი გუნდების კონსტრუქციული და ეფექტური მუშაობისთვის. ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები. ჩვენ მათ არ ვენდობით და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად - მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკის მოტყუება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)