07:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 11:01:42, 772 ნახვა

ეკონომიკა
„დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისსა და ბათუმში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის “დაფნაში” გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს.

ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის ადგილმდებარეობა და ინტერიერი — თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე კაფეს განსაკუთრებული ატმოსფერო გასდევს. თანაც, „დაფნაში“ შენარჩუნებულია ძველი ვიზუალური ესთეტიკა.

სწორედ ამ იდეას გაჰყვნენ და მივიდნენ ბათუმამდე, სადაც სულ ახლახან გაიხსნა „დაფნას“ ფილიალი. როგორც “დაფნას” დამფუძნებელი, ნიკოლოზ მამეიშვილი ამბობს, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ ისტორიული წარსულის მქონე შენობას და საბოლოოდ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცნობილი ბათუმელი ექიმის, პლატონ  გიგინეიშვილის სახლს მიაგნეს.

„ბათუმის ფილიალის გახსნაში დიდი წვლილი შეიტანა თიბისიმამდენწლიანი დადებითი თანამშრომლობის გამო, გადავწყვიტეთ, ისევ თიბისისთვის მიგვემართა და ამჯერადაც ნაყოფიერი გამოდგა ეს ნაბიჯი. მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა საბანკო მომსახურებისა, თიბისი დიდ როლს ასრულებს „დაფნას“ მარკეტინგულ ცნობადობის გაზრდაშიც”, - ამბობს ნიკოლოზი.

უახლოეს მომავალში “დაფნას” დამფუძნებელი გაფართოებას და კიდევ ერთი ახალი, განსხვავებული კონცეფციის თავშეყრის ადგილის გახსნას აანონსებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics