05:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 20:25:29, 746 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან

ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„არავინ მოტყუვდეს! „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული ასობით თავდასხმა, იემენში დაფუძნებული ბოროტი განგსტერებისა და ავაზაკების მიერ, რომლებსაც იემენელი ხალხი სძულთ, ირანიდან მოდის და ირანში იქმნება. „ჰუსიტების“ ნებისმიერ შემდგომ თავდასხმასა და საპასუხო ნაბიჯს დიდი ძალა შეხვდება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ძალა იქ გაჩერდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისი თქმით, „ირანი „უდანაშაულო მსხვერპლის“ როლს თამაშობს, თითქოს „ჰუსიტებზე“ კონტროლი დაკარგეს, მაგრამ მათ კონტროლი არ დაუკარგავთ“.

„ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის იარაღიდან და ხელმძღვანელობისგან და პასუხისმგებელი ირანი იქნება, პასუხს აგებს და შედეგები საშინელი იქნება“, - წერს დონალდ ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics