|
2025-03-16 13:43:46, 1001 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ივანიშვილი 11 წელი ჩაჯდება - „ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი იქნება დაპატიმრებული
„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ - ივანიშვილი 11 წელი ჩაჯდება [ციხეში], - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით მან მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ,„ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი იქნება დაპატიმრებული იმ სტანდარტით, რაც ივანიშვილმა შექმნა. „ივანიშვილმა შექმნა სტანდარტი, ამ სტანდარტის მიხედვით, პროკურატურას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება, „ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი იქნება დაპატიმრებული იმ სტანდარტით, რაც ივანიშვილმა შექმნა. „ქართული ოცნების“ ყველა მერი და გამგებელი დაკავებული იქნება იმ სტანდარტით, რაც მან შექმნა. სააკაშვილს, ისე როგორც თითოეულ ჩვენგანს, რას ედავებიან? - არცერთი საქმე არ არის, როდესაც სახლში რაიმეს წაღებას გვედავებიან. მაშინ, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მერებს და გამგებლებს, რომლებიც არა მარტო მკვდარ სულებს და პარტ აქტივებს ასაქმებენ, არა მარტო ფლანგავენ, არამედ პირდაპირ იპარავენ. ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელმაც საკუთარ ცოლს ბაკურიანის ტყე აჩუქა, ვსაუბრობთ დასანქცირებულ მოსამართლეებზე, რომელთანაც სამართალი არაფერ შუაშია. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. „პიჯაკების საქმეზე“ მოსახლეობამ ჩაიხედა რა აბსურდზე ასამართლებენ. რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ივანიშვილი მაგ სტანდარტით 11 წელი ჩაჯდება, როგორც კი 2013 წლის ხარჯები გასაჯაროვდება, რომელსაც არ ასაჯაროებენ. პრემიერი ღარიბაშვილი მაგ სტანდარტით 10 წელი ციხეში ჩაჯდება. არაფერი არ არის იქ განსხვავებული, რასაც არ აკეთებდა პრემიერობისას ივანიშვილი, ღარიბაშვილი და დანარჩენი პატიოსანი გვამები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან“, - აღნიშნა უგულავამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)