|
2016-03-11 15:31:16, 450 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის შეხვდება
14-18 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან. ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძე სენატსა და კონგრესში გამართავს შეხვედრებს. მათ შორის შეხვდება საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარეებს. მიხეილ ჯანელიძე ასევე გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ატლანტიკური საბჭოში. დაგეგმილია მინისტრის ინტერვიუები აშშ-ის წამყვან მედია საშუალებებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)