14:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 10:25:31, 1319 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განახორციელა - არიან დაღუპულები

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განახორციელა.

ხერსონის ოლქში რუსული საავიაციო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხერსონის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა პარასკევს, საღამოს რეგიონზე მასირებული საავიაციო დარტყმა განახორციელეს და რვა მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. როგორც პროკურატურა იუწყება, დაბომბვის შედეგად ხერსონში 43 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ თავის ტელეგრამ არხზე ხუთი დაჭრილის შესახებ დაწერა. მისი თქმით, ერთ-ერთი ბომბი ადმინისტრაციული შენობის სიახლოვეს ჩამოვარდა, ასევე დაზიანდა მეზობელი სახლები და ვეტერინარული კლინიკა. ეს უკვე მეორე მასირებული საავიაციო დარტყმაა ხერსონსა და მის ოლქზე ბოლო 24 საათის განმავლობაში. დღის განმავლობაში ავიაბომბი ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

სარაკეტო დარტყმის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა კრივოი როგში. რაკეტა საცხოვრებელი უბანში ჩამოვარდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი და ოთხი კერძო სახლი. ასევე ზიანი მიადგა საქალაქო კომუნიკაციებსა და სავაჭრო ობიექტებს.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულებს შორის არის ორი წლის ბავშვი.

ჩერნიგოვში რუსეთის დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ბრიჟინსკიმ გაავრცელა ინფორმაცია. როგორც მან თავის ტელეგრამარხზე დაწერა, დაზიანდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ჩამსხვრეული ფანჯრები და დაზიანებული ავტომობილები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics