|
2025-03-13 12:38:07, 636 ნახვა
პოლიტიკა
საბა ბუაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე - თვითონ გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები
[„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ვურჩევ] დაიწყონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზის გაკეთება და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაც მორიგი კამპანია, არამედ ისინი ამ პრობლემის სერიოზულად მოგვარებას აპირებენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ არის, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. „ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეპრესიულ ცვლილებებს ნარკოპოლიტიკაში. მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში მარიხუანას პლანტაციის გაშენების გზით ფულის გაკეთებას გეგმავდა და ამ ინიციატივით რამდენიმე წელში, ჩვენ გვიანონსებენ ახლა ისეთ ცვლილებებს, რომელიც ამ პრობლემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ემსახურება. ამ ცვლილების მიზანია მომხმარებლების დემონიზება და ნულოვანი ტოლერანტობის წლებთან შედარებით გაცილებით უფრო დრაკონული და სახიფათო ცვლილებების შემოღება, რომელიც დაკავშირებულია სავალდებულო შემოწმებების, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯასთან. „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის პრობლემური მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ძალიან მაღალი რაოდენობა გვაქვს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების, ძალიან სერიოზული და მასშტაბურია ჩვენთან ნარკოპოლიტიკის პრობლემა, რასაც სჭირდება ცხადია, ამ ყველაფრის თვისობრივად გადააზრება და ასევე, სჭირდება დევნიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა. ამ სფეროში მეტი ინვესტირება სჭირდება განათლებაში, ზიანის შემცირებაში, იმისათვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და ჩვენ ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა გვქონდეს და არა რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკა, როგორც დღეს ამ ქვეყანაში არის და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო, რომ სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები. ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით. [მათ ვურჩევ] დაიწყონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზის გაკეთება და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაც მორიგი კამპანია, არამედ ისინი ამ პრობლემის სერიოზულად მოგვარებას აპირებენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ არის. „ქართულ ოცნებას“ ეს უნდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს რეპრესიები და პირდაპირ იერიში მიიტანოს იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა მოღალატეობრივი რეჟიმის ცვლილება და ამას აკეთებს, ნარკოპოლიტიკაში - აი, ამ დრაკონული, სამარცხვინო ცვლილებების გზით“, - განაცხადა ბუაძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ არის „დიდი ნარკოტიკული კარტელების და ქსელების მფარველი, ისე ამ სამარცხვინო ნარკოპოლიტიკის ინსპირატორი, ინიციატორი ჩვენს ქვეყანაში“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)