|
2025-03-11 15:01:15, 590 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - „MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს
„MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არის ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მათ მიმართ "ასეთ შანტაჟს არანაირი აზრი არ აქვს". „MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არის ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ. ამ ზიზღის ფონზე აინიცირებენ სხვადასხვა აქტს და ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას, რომ მერე ისაუბრონ ისევ ამ აქტზე თითქოს რაიმე ხდება და კატასტროფული მოვლენებია. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ღიმილის მომგვრელიც კი არ არის ასეთი აქტების მიღება. პირიქით, ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა 6-ჯერ რომ მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის და სამართალდამცავების სანქცირებას რომ მოითხოვენ, იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ასეთ აქტს, რომელზეც დაბეჭდილია. მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ჩვენს მიმართ ასეთ შანტაჟებს არანაირი აზრი არ აქვს - დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და თავიანთ საქმეს მიხედონ“, - განაცხადა გორდულაძემ. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას, „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, MEGOBARI Act-ი წარადგინეს.
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)