14:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 14:43:20, 488 ნახვა

პოლიტიკა
აბდულა არიპოვი - უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის

უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში, - ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთნდობის და პატივისცემის პრინციპებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქართული დელეგაციის წევრებო, ჩემთვის სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა უზბეკეთში. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ურთიერთობები უზბეკეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეფუძნება ურთიერთნდობის და პატივისცემის პრინციპებს.

თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინტენსიურად მიმდინარეობს. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები. კულტურული, ჰუმანიტარული და რეგიონთაშორისი კავშირები მტკიცდება.

უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში.

დღეს ჩვენი მთავრობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ შეთანხმებების დროული განხორციელება, რომლებიც ეხება ახალ შეთავაზებებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას.

დღეს ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე", - განაცხადა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics