15:05 - 04 Jul, 2026
|
2025-03-04 21:30:16, 743 ნახვა
მსოფლიო
ილონ მასკი ზელენსკის განცხადებას პასუხობს და წერს, რომ „მნიშვნელოვანია მოქმედებები და არა სიტყვები“
მნიშვნელოვანია მოქმედებები და არა სიტყვები, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის, იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მუდმივი მშვიდობის მისაღებად. „მნიშვნელოვანია მოქმედებები და არა სიტყვები. ვნახოთ, როგორი იქნება მოქმედებები“, – წერს მასკი სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)