|
2025-03-04 18:22:32, 637 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი - ბევრ ქვეყანას, რომელსაც უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა სურს, საბრძოლო გამოცდილება არ აქვს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებით, ბევრ ქვეყანას, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს, არც საბრძოლო გამოცდილება აქვს და არც სამხედრო აღჭურვილობა, რათა რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს. ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა აშშ-ის ეკონომიკური ინტერესია და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიის ფარგლებში „რომელიღაც შემთხვევით შერჩეული ქვეყნის“ მონაწილეობა საკმარისი არ იქნება. „ეს უსაფრთხოების ბევრად უკეთეს გარანტიას წარმოადგენს, ვიდრე 20 000 ჯარისკაცი რომელიღაც შემთხვევით შერჩეული ქვეყნიდან, რომელსაც 30 ან 40 წელია ომში მონაწილეობა არ მიუღია“, - განაცხადა ვენსმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კომენტარს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ჩრდილოვანი მდივანი, ჯეიმს კარტლიჯი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ასეთი სამსახურისა და ასეთი მსხვერპლის იგნორირება ღრმა უპატივცემულობას წარმოადგენს“. თავის მხრივ, ჯეი დი ვენსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ინტერვიუს დროს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არც კი უხსენებია. „მე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არც კი მიხსენებია, რომლებიც ბოლო 20 და უფრო დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს გვერდით მამაცურად იბრძვიან. მაგრამ მოდით პირდაპირები ვიყოთ: ბევრ ქვეყანას, რომელიც საკუთარი ნებით გამოხატავს მხარდაჭერას (პირისპირ და საჯაროდ), არც საბრძოლო გამოცდილება აქვს და არც სამხედრო აღჭურვილობა, რათა რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს“, - წერს ვენსი X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)