23:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 17:10:49, 471 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ქართველი ერი არასდროსდათმობს თავისუფლებას

 

„ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

კალაძემ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის სასახლეში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ქართველი იუნკრების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics