23:08 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 13:38:31, 453 ნახვა

პოლიტიკა
მესამე სექტორის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროდან მოქალაქეებს უშვებენ

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი შაიშმელაშვილი, სტრატეგიული პარტნიორებისგან მოითხოვს, რომ ირაკლი ჩიქოვანის უწყებას ამერიკული და ევროპული დახმარებები შეუწყვიტონ და სწორედ ამ ფორმით გაუგზავნონ ივანიშვილის რეჟიმის მინისტრს მკაფიო სიგნალი, რომ სტაჟიანი საჯარო მოხელეების გაშვება უპასუხოდ არ დარჩება.

“პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეპრესიები ხდება თანამშრომლებზე. საუბარია პეტიციის ხელმომწერებზე, რომლითაც ისინი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მომხრე. კონსტიტუციის მუხლის დაცვისთვის ათავისუფლებენ თანამშრომლებს. ჩვენ ახლა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შევქმნათ საზოგადოებრივი წნეხი.

დღეს ამ ადამიანების გადარჩენა შეუძლიათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ვითხოვთ უსაფრთხოების სფეროში ამერიკული და ევროპის დახმარების შეჩერებას სამინისტროსთვის. ჩვენ გვესმის, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, რომ ამჟამად აამუშაოთ პირობითობის მექანიზმი და თავდაცვის მინისტრს მკაფიო სიგნალი გაუგზავნოთ.” - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროში, რეორგანიზაცია დაიწყო, არაერთი თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ყველას ვინც თავდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა, პეტიციაზე აქვთ ხელი მოწერილი. საუბარია იმ პეტიციაზე, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მომხრე.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics