10:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 18:36:28, 512 ნახვა

სამართალი
შსს - გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც განიხილება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია თბილისში მიმდინარე აქციების დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის შესახებ. როგორც სამინისტრო აცხადებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა ამას მოითხოვს.

„დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული მოქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ბოლო პერიოდში თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე გარკვეული პირები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ გზის გადაკეტვას, რაც არ საჭიროებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობას.

„მუდმივად მიმდინარეობს დარღვევის იდენტიფიცირება და სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, შესაბამისი ზომების მიღება“, – აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ასევე, უწყება ამატებს, რომ ადმინისტრაციული ჯარიმის წინააღმდეგ გასაჩივრების უფლება ყველა დარღვევას აქვს.

„თუ პირი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, იგი უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა ფაქტის დეტალურ გამოკვლევას და მის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics