|
2025-02-21 17:20:13, 623 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ვისაუბრეთ
სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლურ თარიღებში, როგორც არის 25 თებერვალი, საქართველოს მოსახლეობამ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. „ეს იყო მორიგი საინფორმაციო შეხვედრა. მოგეხსენებათ, მიუნხენის კონფერენციაზე წასვლამდეც მსგავსი შეხვედრა იყო და ახლაც [შედგა]. აქ ვიყავით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების სისტემურ პრობლემებზე რასაც ვაწყდებით - რას აკეთებს სექტორი, რა გამოწვევებია, როგორ შეიძლება სისტემურ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოება გაუმკლავდეს. ინფორმაციები გავცვალეთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მომავალ აქციებზეც, მათ შორის 25 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზეც, გაფიცვაზე და ასევე, სხვა საკითხებზეც. 25 თებერვალი არის ძალიან ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან სიმბოლური [თარიღია] განსაკუთრებით დღეს, როდესაც რუსეთის მხრიდან საქართველოს 20% არის ოკუპირებული და მას აქვს განზრახვა, მისი მეზობლების დაპყრობის. ასეთ დროს, სიმბოლურ თარიღებში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობამ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, რომ ჩვენ არ შევეგუებით, ამ ქვეყნის რუსულ ოკუპაციას და ამ საკითხში ვართ ერთიანები. როდესაც ერთი საუკუნის წინ საზოგადოება სხვადასხვა საკითხებზე გახლეჩილი იყო, მასშტაბური წინააღმდეგობის გაწევა ამის გამო ქვეყანამ ვერ მოახერხა, დღეს ჩვენ ვიცით - ვინ არის რუსეთი და რა გეგმები აქვს საქართველოში, ერთი საუკუნის შემდეგ იგივე ხრიკებით, მეთოდებით, ამ ქვეყანას რუსეთის გავლენის ზონად აღარ ვაქცევთ“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)