18:13 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 15:30:33, 561 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე EBRD-ისთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ დანელია,  მინისტრის პირველი  მოადგილე ნოდარ  კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში  ბრუნო ბალვანერას, EBRD-ის აგრობიზნესის მრჩეველთა სამსახურის უფროსს, ვიქტორია ზინჩუკს და EBRD-ის აგრობიზნესის ჯგუფის ხელმძღვანელს თურქეთსა  და კავკასიის რეგიონში ნადია პეტკოვას შეხვდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ცნობით, ოთარ დანელიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და დარგის განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა, დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აგროსექტორით დაინტერესების ზრდას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics