10:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 17:54:32, 473 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტებმა თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნეს

სამოქალაქო აქტივისტებმა თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნეს - მოქალაქეები ბათუმის აქციების მედროშეს მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. 

პეტიცია დაახლოებით ორი საათის წინ შეიქმნა და ამ დროისთვის მას 1100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 

მან [თემურ ქათამაძემ] ბოლოს გამოქვეყნებული წერილით უარი განაცხადა შიმშილობის შეწყვეტაზე და მისი თქმით სიცოცხლის ფასად აპირებს გააგრძელოს ეს ყოველივე. რადგან მისთვის საქართველოსთვის თავის გაწირვა საამაყოა.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, ამ პეტიციით გვსურს ვთხოვოთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში ჩვენ თითოეული თანამებრძოლი ჯანმრთელი და ცოცხალი გვჭირდება”, – ვკითხულობთ პეტიციის აღწერაში.

უკვე 35 დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობს. გუშინ, 19 თებერვალს, მან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც წერს, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. გარდა ამისა, ის პროტესტის ნიშნად, უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე.

თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics