23:55 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 16:35:43, 495 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ავსტრიაში, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ცენტრისტულ პარტიებს შორის მიმდინარეობს

ავსტრიაში, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ცენტრისტულ პარტიებს შორის მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, მოლაპარაკებები ავსტრიის კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატებმა“ და სხვა ცენტრისტულმა პარტიებმა დაიწყეს.

იმ შემთხვევაში, თუ „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ ცენტრისტული კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებენ, მაშინ შესაძლოა, ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ცნობისთვის, ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა, რომელშიც ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, ხოლო „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics