10:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 13:04:30, 453 ნახვა

საზოგადოება
თემურ ქათამაძე - შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე

შიმშილობის 35-ე დღე  იზოლატორში. ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე ამ დრომდე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. აქციების აქტიური მონაწილე ამბობს, რომ იქამდე არ აპირებს საკვების მიღებას, ვიდრე მის მიმართ წარმოებული "აბსურდული საქმე" არ შეწყდება.

გარდა შიმშილობისა, ქათამაძე უარს ამბობს, როგორც  გამოკვლევების ჩატარებაზეც, ასევე ექიმების კონსულტაციაზეც.  ამის  შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. "შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე" - წერს ქათამაძე იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც საია აქვეყნებს. 

ქათამაძის მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებულის მდგომარეობა მძიმეა და ეს მას ვიზუალურადაც ეტყობა. 

ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გაძევების საქმის წარმოება შეჩერებულია. იმ შემთხვევაში კი თუ მას მიენიჭება აღნიშნული სტატუსი, ის უკვე კანონიერი სტატუსით დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ვფიქრობ, რომ თუ სტატუსს მიანიჭებენ, შიმშილობას შეწყვეტს. შიმშილობის ძირითადი მიზანი და მოტივი იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ პროტესტის გამოხატვა"- ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics