01:19 - 05 Jul, 2026
|
2025-02-20 11:06:12, 406 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად იოჰანესბურგში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად იოჰანესბურგში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მინისტრი პლენარულ სხდომებზე ისაუბრებს, სადაც საერთაშორისო ვითარების დეტალურ ანალიზს წარადგენს. ამასთან, ზახაროვას თქმით, მუშავდება ღონისძიების ფარგლებში ლავროვსა და კოლეგებს შორის კონტაქტებიც. ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობა ბრაზილიიდან სამხრეთ აფრიკას გასული წლის 1-ელ დეკემბერს გადაეცა. მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან კი „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობას, ერთი წლით, შეერთებული შტატები გადაიბარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)