01:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 12:26:30, 412 ნახვა

პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე - ჩვენი მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე

ჩვენი მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და თავად დავაფინანსოთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება, მათ შორის, შშმ პირებთან, გარემოს დაცვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„კანონმდებლობის მიღების კუთხით ორი მიზანი გვაქვს. პირველი საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაა. ამისთვის ჩვენ „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ და შეიძლება, მივიღოთ FARA-ს კანონიც, რათა ვნახოთ, ეს თანხები სად იხარჯება. ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ ბევრი სიკეთისთვის იხარჯება, ბევრი კიდევ გაურკვეველი და საეჭვოა. მეორე, ახლა რა კანონსაც ვიღებთ, ჩვენ გვინდა ამ კანონის საშუალებით ფონდის შექმნა, რომ საქართველომ და საქართველოს მთავრობამ თავად დააფინანსოს ის მიმართულებები და საკითხები, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

იყო შეკითხვები, რომ თანხები რა მიმართულებებზე წავა, არ აქვს შეზღუდვა. დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. ეს შეიძლება იყო შშმ პირებთან, გარემოს დაცვასთან და ყველანაირ საკითხთან დაკავშირებით. იქნება კონკურსები და ტენდერები, გამოვლინდება გამარჯვებული და დაფინანსდება ეს ორგანიზაციები. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება, პირველი – უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და მეორე, ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. თუ უცხო ქვეყნები სხვა ქვეყანაში აფინანსებენ თავის ინტერესებს, საქართველომ საკუთარი ინტერესების გატარება რატომ არ უნდა დააფინანსოს“, – აღნიშნა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics