04:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 21:17:43, 405 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში - ეს არ არის რევოლუცია, არამედ ხალხის სწრაფვა ცვლილებებისკენ

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პანელურ დისკუსიაზე, საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროტესტი არ არის რევოლუცია, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის რეაქცია იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება. ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარიმართოს წინააღმდეგობის გზით და ხალხის სურვილი სწორედ ამაში გამოიხატება.

“რეჟიმი ვერაფერს გააწყობს, რადგან არ არსებობს ერთი ორგანიზატორი. მმართველი პარტია ცდილობს, პროტესტი ერთი ან ორი პოლიტიკური ძალის ორგანიზებულ ქმედებად წარმოაჩინოს, რათა მათზე პასუხისმგებლობა დააკისროს. სინამდვილეში, ეს არის გაფანტული, გადანაწილებული და შემოქმედებითი პროტესტი,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო მორალური მხარდაჭერა მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. 

“მათ უნდათ, რომ დაინახონ, მოუსმინონ და სიმართლე თქვან,” – აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics