08:20 - 05 Jul, 2026
|
2025-02-13 12:28:50, 359 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ - რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე აფეთქდა
რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მოლდოვის ტერიტორია კიდევ ერთხელ გადმოკვეთა. „შაჰედის“ დრონებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, ორი მათგანი ჩვენს მიწაზე აფეთქდა, რამაც მოლდოველი ხალხის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. რუსეთი საზღვრებს პატივს არ სცემს, ტერორს ავრცელებს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის“, - წერს მაია სანდუ. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 140 დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 85 გაანადგურეს, ხოლო 52 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)