|
2025-02-13 11:57:52, 387 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - არ უნდა მივცეთ პუტინს უფლება თუნდაც კიდევ ერთი კვადრატული მილით წაიწიოს წინ უკრაინაში
არ იქნება „მინსკი 3“. ეს აღარ უნდა მოხდეს! ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს უფლება თუნდაც კიდევ ერთი კვადრატული მილით წაიწიოს წინ უკრაინაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკრაინის შესახებ განიხილება აუცილებლად კიევის ჩართულობით უნდა მოხდეს. „ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრ, რუსტემ უმეროვთან. ნებისმიერი საკითხი, რაც უკრაინის შესახებ განიხილება აუცილებლად უნდა წარიმართოს უკრაინის ჩართულობით”, - განაცხადა მარკ რუტემ. მისივე თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რასაც თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა. „ჩვენ ასევე განვიხილავთ ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მეტია გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს საოცარი თავდაცვის ინდუსტრიები, თუმცა ეს საკმარისი არ არის”, - განაცხადა მან. 12-13 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში წლის პირველ შეხვედრას მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)