20:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 10:54:47, 776 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიდერლანდები უკრაინას ჯავშანმანქანებს გადასცემს

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ნიდერლანდებმა კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა, რომელიც დაჭრილების ევაკუაციისთვის განკუთვნილ ჯავშანტექნიკასაც მოიცავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა YPR-ის ტიპის 25 ერთეულ ჯავშანმანქანას მიიღებს.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა, ჩეხეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, უკრაინას დაპირებული T-72 ტიპის საბრძოლო ტანკები გადასცა. ამასთან, ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ უკრაინამ, ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ახალი პარტია მიიღო.

„განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინელები ფრონტის ხაზზე იბრძვიან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა შეუფერხებლად. რუსეთის წინააღმდეგ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდები უკრაინას, საერთო ჯამში, 10 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, საიდანაც 6 მილიარდი უკვე გამოყენებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics