|
2025-02-11 12:26:06, 388 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, არანაირი სხვა გამოსავალი არ არსებობს
დღეს, სულ უფრო ნათელია მსოფლიოსთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, არანაირი სხვა გამოსავალი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად არ არსებობს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია იშვიათად აკეთებს მსგავს მოწოდებებს. „მე მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენო, როგორ მოაქვს ერთობლივ ბრძოლას ჩვენი ხალხის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი შედეგი, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხის გაზრდის თვალსაზრისით. ქართველი ხალხი უკვე 76-ე დღეა იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლის გადასარჩენად. დღეს, სულ უფრო ნათელია მსოფლიოსთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, არანაირი სხვა გამოსავალი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად არ არსებობს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვან განცხადებას გამოვეხმაურები, რომელიც გუშინ, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სამდივნომ გააკეთა. სპეციალური მისია მოავლინა საქართველოში, რომელსაც უნდა შეესწავლა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დასკვნა, რომელიც დადო ამ უწყებამ, (რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შესაბამისი ევროპული [ინსტიტუტებისთვის])... თუ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნა და საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არანაირი აზრი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ ექნება, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოქტომბერში გამოაცხადა. მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს არის უკიდურესად არაორდინალური განცხადება, ამ ორგანიზაციისგან იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ მოწოდება კეთდება, რომ არჩევნები გადაიდოს, თუ შესაბამისი პოლიტიკური გარღვევა არჩევნებამდე არ მოხდება. ახლა არის გადასაწყვეტი ბიძინა ივანიშვილის - რას აკეთებს ის. ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას და საერთაშორისო წნეხს, ნიშნავს, სასწრაფოდ იწყებს მუშაობას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, თუ ბოლომდე აპირებს, რომ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში ყველა შესაბამისი შედეგით, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია იტყვის მიმდინარე კვირას - სანქციების რეჟიმის გამკაცრება და შემდგომი ზეწოლა რეჟიმზე. ამის პარალელურად ცხადია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, სწორედ, მათი ბრძოლის შედეგია, ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება. მე იმედი მაქვს, რომ შაბათს ევროპული მომავლის დასაცავ აქციაზე, ევროპის მოედანზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიკრიბება საკუთარი ხმის გასაჟღერებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო „საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას”. ამასთან, ბიურო საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)