|
2025-02-10 14:03:46, 457 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ქვეყნების ელჩებთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ შეიცვლება
რა როლსაც თავის დროზე საქართველოში მეფისნაცვალი და ცეკას მეორე მდივანი ასრულებდნენ, იმაზე უარეს როლს ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ასრულებდა - ელჩებთან დაკავშირებით როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე ბევრი რამ შეიცვლება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ სტატუსს გამოეხმაურა. მაჭარაშვილის მტკიცებით, „ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში USAID-დან ფინანსდებოდნენ, რათა ადგილზე თამაშის წესები ეკარნახათ და პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ“. „ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ელჩები არა დიპლომატის, არამედ უცხო ძალის წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებენ. სამწუხაროდ, დიპლომატიაზე საუბარი აღარც იყო. ბევრმა ელჩმა საქართველოში დიპლომატის ფუნქცია დაკარგა. ბევრი ელჩი პირველ ადამიანად გრძნობდა თავს, ხელისუფლებას პირდაპირ უთითებდა და იმის თავხედობა ჰყოფნიდა, რომ ქართველი ხალხის სახელით ესაუბრა! გვაქვს იმედი იმისა, რომ დიპლომატია დიპლომატიას დაუბრუნდება და ელჩები დაკისრებულ დიპლომატიურ ფუნქციას შეასრულებენ, იქნება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც დიპლომატიის განვითარებას, ასევე უსაფრთხოების შენარჩუნებას საქართველოში. ელჩი იმიტომ იგზავნება, რომ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობები გააღრმაოს, დაალაგოს და არა იმისთვის, რომ მთავრობას უკარნახოს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს. საქართველო რადიკალიზმის ასპარეზი ქვეყანა არ არის. ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში USAID-დან ფინანსდებოდნენ, რათა ადგილზე თამაშის წესები ეკარნახათ და პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ. თუ ჩვენი არ სჯერათ, აშშ-ს პრეზიდენტს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაინც დაუჯერონ, რომელიც ამბობს, რომ USAID-დან ფული იმაში იხარჯებოდა, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ და სხვა ქვეყნებში რევოლუციები მოეწყოთ. ამას ვამბობდით ჩვენ! ამას ამბობდა შალვა პაპუაშვილი, რომელიც შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდა, რომ რევოლუციებისთვის თანხების გადმორიცხვა შეწყვეტილიყო. დიახ, USAID-დან მილიარდები იხარჯებოდა უცხო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში რევოლუციური სცენარების მოწყობისთვის. რასაც ჩვენ ვამბობდით, ერთი-ერთში დამტკიცდა! USAID-ის მხრიდან ფული ხელისუფლების უკანონო ცვლილებებისთვის, მეორე ფრონტისთვის, კაცების ქორწინების დაკანონებისთვის იხარჯებოდა, რაშიც მათ აგენტურას იყენებდნენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)