|
2025-02-10 10:10:51, 580 ნახვა
მსოფლიო
დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას საქართველოს დესტაბილიზაციისთვის - რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე
დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო. აშშ-მა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს დემონსტრაციულად დაესაჯათ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად "გაბედა" თამაში საკუთარი და არა მათი დაწესებული წესებით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. მისი თქმით, დასავლეთი თავხედურად ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ცდილობს შეცვალოს ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების სუვერენული არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ. „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნით თბილისს ავანტიურისკენ უბიძგებენ. მათ სურდათ, ქართველ ხალხს სისხლი დაეღვარა მათთვის უცხო ინტერესებისთვის. ამავდროულად, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ამერიკელები და ევროკავშირის წევრები ფარისევლად ასახელებენ თეზისებს მშვიდობის შესახებ“, - განაცხადა გალუზინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)