11:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 09:51:01, 616 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავი იპოვა. დაღუპულია სამი ადამიანი

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვა, - ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ნომიდან 34 მილის დაშორებით იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა დაადასტურეს, რომ სამი ცხედარი იპოვეს, ხოლო ვარაუდობენ, რომ დარჩენილი 7 ადამიანიც დაიღუპა, მათი ცხედრები კი თვითმფრინავშია.

მაშველებმა დაადასტურეს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვეს და აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ, დარჩენილი შვიდი ადამიანის ცხედარიც თვითმფრინავშია.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Bering Air-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, ალასკაზე რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics