12:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 08:31:28, 452 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული, არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს

საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული, არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია საქართველოში ახალ არჩევნებზე მუშაობა,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, რესპუბლიკელები და დემოკრატები არსებითად ერთად მუშაობენ.

„ყოველთვის არა, მაგრამ ორპარტიული ვითარება გვაქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ეს ორპალატიანია, ორპარტიულია, ერთად ვმუშაობთ, დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე აშშ-ს [შიდა ვითარებას] არ ეხება. ისევ და ისევ, ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ჩვენი და დონალდ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია. გვინდა, რომ აღვადგინოთ მსოფლიო, რომელიც, ჩემი აზრით, ჩამოყალიბებული იყო რონალდ რეიგანის მიერ, რაც ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავთ და შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა. სამწუხაროდ, იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომლებზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში,” - განაცხადა უილსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics