|
2025-02-06 14:42:11, 467 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბოგდან სვენჩკოვსკიმ გაავრცელა, წერს პოლონური „გაზეტა ვიბორჩა“. ბოგდან სვენჩკოვსკის თქმით, იანვრის ბოლოს პროკურატურას 60-გვერდიანი შეტყობინება წარუდგინა, სადაც დონალდ ტუსკის გარდა დანაშაულში ეჭვმიტანილია რამდენიმე მინისტრი, დეპუტატი, მოსამართლე და პროკურორი. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 13 დეკემბრიდან ეს პირები მოქმედებდნენ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში“, რომლის მიზანიც იყო პოლონეთის საკონსტიტუციო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა საკონსტიტუციო ორგანოების საქმიანობის შეჩერება, მათ შორის ძალისმიერ და მართლსაწინააღმდეგო გზებით. როგორც ბოგდან სვენჩკოვსკი აცხადებს, მისი შეტყობინების საფუძველზე მთავარი პროკურორის მოადგილემ გამოძიება დაიწო. ბოგდან სვენჩკოვსკის შეტყობინების საპასუხოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც პინგ-პონგს თამაშობს, წარწერით „სახელმწიფო გადატრიალება“. ვიდეოში ჩანს, რომ ტუსკს ატყობინებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი, რაზეც პოლონეთის მთავრობის მეთაური პასუხობს: „კაი ერთი, ჩვენ აქ უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს“. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ არ თქვა, ეთანხმება თუ არა ბრალდებას, მაგრამ ბოგდან სვენჩკოვსკის გამოცდილი პროკურორი უწოდა და დასძინა, რომ მთავრობა კანონს არღვევს. ცნობისთვის, 2023 წელის დეკემბრიდან პოლონეთის მთავრობაში არის კოალიცია, რომელსაც დონლად ტუსკი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტად კი რჩება ოპოზიციაში მყოფი პარტიის, „კანონი და სამართლიანობის“ მიერ არჩეული ანჯეი დუდა. მაისში პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც ანჯეი დუდა მონაწილეობას ვერ მიიღებს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, ამ ეტაპზე ლიდერობს დონალდ ტუსკის პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)