19:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 14:26:30, 485 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქე - ბოთლი გადავეცით სამხარაულს და დადგინდა, რომ მასში იყო სუფთა აზოტმჟავა

ნინო ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში "ბაკურიანი ციდას" წყლით მცირეწლოვნის ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მოქალაქე იუწყება, ბოთლი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადასცეს. ექსპერტიზის შედეგად კი ბოთლში აზოტმჟავა აღმოაჩინეს.

"ხალხო, ჩემი ძმისშვილი იაშვილში გადაიყვანეს ყელის დამწვრობით. გლოვოთი რამდენიმე ბაკურიანის პატარა ციდას ბოთლი გამოიძახეს, თავისი ხელით გაუხსნეს დალუქული ბოთლი და მიაწოდეს ბავშვს, ბავშვმა მოსვა თუარა გადმოაფურთხა და დაიწყო კივილი, ღმერთის წყალობით გადავრჩით ფატალური შედეგისგან რომ არ გადაყლაპა.

აღნიშნული ბოთლი გადავეცით სამხარაულს ანალიზისთვის და დადგინდა რომ მასში იყო სუფთა აზოტმჟავა, დანარჩენი ბოთლები აქვს გამოძიებას.

ვრცელდება ინფორმაცია რომ ჟვანიაში წევს ბავშვი, რომელსაც ციდას ბოთლში ჩასხმული ქლორის შეცდომით მოსმის შედეგად ჩაეწვა ყელი, ეგ სხვა ბავშვია და არარის ერთი და იგივე ქეისი.

იაშვილმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას ეს ამბავი და მიმდინარეობს გამოძიება". - წერს ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში.

ფრიდონიშვილი, აღნიშნულის დასადასტურებლად, ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნის ფურცელსაც ასაჯაროებს.

 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics