19:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 22:07:48, 976 ნახვა

საზოგადოება
თსუ ნიკოლოზ კუტუბიძის დაკავებას ეხმაურება-ჯაბა სამუშია მზადაა შეხვდეს დაკავებული სტუდენტის ადვოკატს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტის, ნიკოლოზ კუტუბიძის, სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს ეხმაურება.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, ჯაბა სამუშია მზადაა დაკავებულის ადვოკატს შეხვდეს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის ნიკოლოზ კუტუბიძის თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს.

თსუ-ს ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არკვევენ დამატებით დეტალებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს", - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics