16:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 12:07:06, 404 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან ჟურნალისტებს პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდენ

პარლამენტთან შეკრებილ ჟურნალისტებს, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდნენ პოლიცია თავს დაესხა. ტროტუარიდან ყრიან ხალხს, ტროტუარზე გვიშლიან დგომას", - ამბობს აქციაზე მყოფი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.  

"ამხელა ქალი ხარ, სახე გაქ დაკარგული ქალის, გაიწიე, ხმას დაუწიე, წინ იყურე, პოლიციელი რო გეტყვის უნდა დაემორჩილო " - ამ სიტყვებით მიმართა რეჟიმის ერთ-ერთმა პოლიციელმა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორს ლიკა ჩახუნაშვილს.

გამოცემა პუბლიკას მთავარი რედაქტორის ზურა ვარდიაშვილის თქმით, პოლიცია აქციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს თავს მოულოდნელად დაესხა.

პარლამენტთან, სადაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის პატიმრობას, მოულოდნელად თავს დაგვესხა პოლიციის ნიღბიანთა რაზმი, ურტყეს ყველას ვისაც მისწვდნენ, დაარტყეს ჩვენს რეპორტიორს ნათია ლევერაშვილსაც." -აცხადებს ზურა ვარდიაშვილი. 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.

12 საათზე პარლამენტის შენობაში საგაზაფხულო სესია, ყაველაშვილის მოხსენებით უნდა გაიხსნას.

პარალელურად უკანა შესასვლელთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს. იკრიბებიან რიგითი მოქალაქეებიც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics