21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 22:18:20, 740 ნახვა

სამართალი
სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა დაკითხვის დასრულების შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა.

როგორც მან შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმის მასალებში მისი მიერ გაზიარებული სტატუსი ფიგურირებდა, რომელიც 2 თებერვალს ჩანიშნულ საპროტესტო აქციას ეხებოდა.

„საქმის მასალებში ჩემი გაზიარებული პოსტი აქვთ ღონისძიების შესახებ, რომელიც „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ „პუბლიკის“ მიერ გამოქვეყნებული ნიუსის გაზიარება პრობლემა იყო. სწორედ ეს დევს საქმის საფუძვლად.

შეუძლებელია, პროკურატურის ქმედებებს რაიმე სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია „პოსტის“ გაზიარების გამო სამართალდამცველები შემოგივარდნენ, გაგჩხრიკონ, წაგიყვანონ და დაგკითხონ – ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა ილია ღლონტმა.  

 

ცნობისთვის, საქმე ეხება პოსტებს, რომლებიც 2 თებერვალს ჩანიშნულ საპროტესტო აქციას უკავშირდებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics