18:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 14:38:47, 523 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ბათუმში აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

მისი ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი "ბათუმელების" დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით ეწვევა "ბათუმელების" რედაქციას, სადაც შედგება  პრეზიდენტთან ინტერვიუ.

შეხვედრა ასევე გაიმართება საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებულ აქტივისტებთან და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრებთან.

სალომე ზურაბიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებს მიმართავს, რის შემდეგაც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს დაესწრება.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics