20:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 18:56:43, 561 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ყველა დაფინანსების გაჩერებას, რაც მიმართულია საქართველოში არეულობისკენ

ირაკლი კობახიძე - ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ყველა დაფინანსების გაჩერებას, რაც მიმართულია საქართველოში არეულობისა და რევოლუციის გასამართლებლად. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის.

„ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეწყვეტოს ნებისმიერი დაფინანსება. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის,“ - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, ყველა დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ ან რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს.

„ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა, გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველასთვის ცნობილი დაფინანსების შეჩერების შესახებ. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. მთავარია, რომ ასე გაგრძელდეს პროცესები. იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ სამ თვიანი შეჩერება. ყველა დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში არეულობისა და რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა, უნდა გაჩერდეს, და ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ტრამპის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,“ - აღნიშნა პრემიერმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics